სომხეთის გენოციდის 106 წლისთავთან დაკავშირებით, Ermenihaber.am ესაუბრა თურქ პოეტს, მწერალს და იურისტს აქიფ ქურთულუშს. თავის მოკლე სტატიაში, სახელწოდებით “საუკუნის სირცხვილი”, რომელიც მისი ერთადერთი ნაწარმოებია სომხურად ნათარგმნი, ქურთულუში წერს
”იმიტომ, რომ აქ სახელმწიფომ თავისი დამფუძნებელი წესი ააგო სომხების განადგურების იდეოლოგიაზე, ამის შემდეგ ის ცდილობს გაამართლოს ყველა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, იმის წყალობით, რომ ჩვენაც მისი მოკავშირენი ვართ.
მან ეს შეძლო.
ასი წლის განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობდით “კმაყოფილი და ბედნიერი” ცხოვრებით იმ ჯოჯოხეთური ცეცხლისგან მოშორებით“.
– რას მისცემს სომხების გენოციდის აღიარება და დაგმობა თურქულ საზოგადოებას, რა მნიშვნელობა ექნება ამას სამომავლოდ?
„ ვფიქრობ, ფრაზა ”თურქული საზოგადოება” უნდა ჩანაცვლდეს სიტყვით ”თურქეთი”. იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ თურქეთში მხოლოდ თურქები არ ცხოვრობენ, სომხების გენოციდის დროს ქურთებმა და ჩერქეზებმაც ხელები გაისისხლიანეს.
გენოციდის აღიარება და დაგმობა, უპირველეს ყოვლისა, წარსულის წინაშე პირისპირ დგომით არის შესაძლებელი.
1915 წ. 24 აპრილს სტამბოლში მცხოვრები სომეხი ინტელიგენციის გადასახლების პროცესს “გენოციდს” ვუწოდებ. მე, როგორც იურისტი, ვერ გამოთქვამ სხვა აზრს გაეროს მიერ დამტკიცებული ლემკინის დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ. მაგრამ ეს უნდა თქვას სახელმწიფომ, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა.
რადგან ლემკინის დოკუმენტი სავალდებულოა იმ ქვეყნებისათვის, რომლებმაც საბოლოოდ ხელი მოაწერეს მას. თურქეთის რესპუბლიკას არ შეუძლია იმის თქმა, რომ ”ეს ხოცვა-ჟლეტა ოსმალეთის იმპერიამ ან ითიჰადისტებმა განახორციელეს, მე არაფერ შუაში ვარო”, რადგანაც ის მისი უფლებამონაცვლეა.
თურქეთის რესპუბლიკამ მისი არსებობა დააფუძნა ორ დიდ დანაშაულზე … სომხების გენოციდის და ამ დანაშაულის თანამონაწილე ქურთების უარყოფაზე. ქურთებთან შერიგების გარეშე, სომხების გენოციდის აღიარების გარეშე, მათი შედეგების წინაშე პირისპირ დადგომის გარეშე, თურქეთი თავს ვერ გაიტანს და ჩვენ, ამ ქვეყნის მოსახლეობა, ვერასდროს ვერ ვიცხოვრებთ მშვიდად“.
– თქვენი აზრით, რამდენ ხანს და სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ანკარის უარყოფის პოლიტიკა?
“Არ ვიცი. მე ნამდვილად არ ვარ კარგად ინფორმირებული ამ საკითხის შესახებ, რომ რამის თქმა შევძლო. მე მესმის, რომ დიასპორა და სომხეთი იყენებენ 24 აპრილს, რომ თურქეთი “შეავიწროვონ” საერთაშორისო ურთიერთობებში. მაგრამ ჩემთვის 24 აპრილი უფრო ”სასიცოცხლო” საკითხია, რომელიც დიპლომატიისა და საერთაშორისო ინტერესების მსხვერპლად შეწირვას არ იმსახურებს.
მაგალითად, წავიკითხე ახალი ამბები, რომ ბაიდენი აღიარებს გენოციდს. მანამდე ობამამ ამჯობინა ტერმინი “ჟლეტა” და არა “გენოციდი”.
რა მოხდება, თუკი ანკარაში დავბრუნდები? ეს მმართველი რეჟიმი გააგრძელებს მის უარყოფას, სანამ ამას მოახერხებს და თუ ის აღიარებს სომეხთა გენოციდს, მაშინ ჩვენ სულ სხვა თურქეთში ვიცხოვრებთ“.
– არის თურქეთში პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, აღიარებენ გენოციდს და არ უარყოფენ მას?
„არის. დღევანდელ პოლიტიკურ სფეროში მხოლოდ “სახალხო დემოკრატიული პარტია” (HDP) არსებობს. ჩემი აზრით, HDP არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა თურქეთის მომავლისთვის. ამიტომ ის ასეთ დევნას განიცდის“.
– როგორ ფიქრობთ, შეარბილდება თუ გაღრმავდება ერდოღანის დროს სომხების მიმართ სიძულვილი და რასისტული პოლიტიკა?
„ერდოღანის თქმით, 1915 წ. 24 აპრილს მოხდა ოსმალეთის სომეხი მოსახლეობის დაღუპვა პირველი მსოფლიო ომის დროს. ასე რომ, სამწუხაროდ, არ შემიძლია ველოდო სიძულვილის ენის ან რასისტული პოლიტიკის შემცირებას“.
– რა პერსპექტივებს ხედავთ სომხეთ-თურქეთის, სომეხ და თურქ ხალხების ურთიერთობებში?
”სამწუხაროდ, ახლო მომავლში რაიმე განსაკუთრებული იმედი არ მაქვს.”
ავტორი: ნარინე თადევოსიან
წყარო: Ermenihaber.am