მთავარიპოლიტიკა

მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი უნდა მოგვარდეს. სომხეთში აშშ-ს ელჩი

შეერთებული შტატები აპირებს მთიანი ყარაბაღის სტატუსის და დევნილთა საკითხის მოგვარებას. ამის შესახებ  ,,რადიო თავისუფლებას“ განუცხადა სომხეთში  აშშ-ს ელჩმა ლინ თრეისიმ.

ელჩის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ომის შეჩერებაში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ომი შეჩერდა კონკრეტული ქმედებით, ჯერ კიდევ არსებობს მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრის საჭიროება, მათ შორის მთიანი ყარაბაღის სტატუსი და დევნილთა პრობლემები.

ლინ თრეისიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოება ომის შემდგომი პერიოდის ერთ – ერთი გადაუჭრელი საკითხია, რაც ნომერ პირველ საკითხს წარმოადგენს. შეერთებული შტატები ხედავს სომხეთთან თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში.

”ეს მხოლოდ მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოება არ არის. გასულ კვირას ვიყავი სიუნიქში, სადაც ვნახე კონფლიქტის ის შედეგები, რომლებმაც მიაღწია სიუნიქის სომეხთა სახლებს, როდესაც გზაზე დიდი რაოდენობით ჯარისკაცებია: სომეხი, აზერბაიჯანელი და რუსი ჯარისკაცები, საზღვრის გამო, რომელიც ახლა მთავარი გზით გადის. შევხვდი დევნილებს, რომლებსაც ჯერ კიდევ სჭირდებათ დახმარება, ეს ის სფეროა, სადაც შეერთებული შტატები დიდად იყო ჩართული.

ვფიქრობ, რომ სომხეთის მეგობრებისგან დიდი ინტენსიური ძალისხმევა იქნება საჭირო. ევროკავშირს დიდი ჩართულობა აქვს, იგი აპირებს ერთობლივი ძალისხმევით დაეხმაროს  სომხეთს რეგიონული სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით.

ასევე არსებობენ ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ ასევე ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ სომხეთში ეკონომიკურ ზრდას”, – დაასკვნა აშშ-ს ელჩმა სომხეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button