რუსი ექსპერტის აზრით, სამხრეთ კავკასიაში არსებობს სტაბილიზაციისა და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები
მთიანი ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსება უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიას და კარს უხსნის სამხრეთ კავკასიაში სტაბილიზაციისა და უფრო ეფექტური ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ასეთი მოსაზრება გამოთქვა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა, რუსეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის „მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების“ ეროვნული სამეცნიერო ინსტიტუტის მკვლევარმა ალექსანდრე კრილოვმა კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა თემაზე : “დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. საფრთხეები და გამოწვევები დღევანდელი სომხეთისთვის“.
მისი თქმით, რეგიონის ეკონომიკური განვითარება შესაძლებელია საზღვრების განბლოკვით, ახალი სატრანსპორტო დერეფნების მშენებლობით, მდინარე არაქსის ჰიდრობიოლოგიური რესურსების ყოვლისმომცველი გამოყენებით და სარწყავი მიწების გაფართოებით.
„ამის მიუხედავად, სიტუაციაზე გავლენას ახდენს მთელი რიგი გლობალურ-რეგიონალური ფაქტორები, რომლებიც წინააღმდეგობრივია და სამხრეთ კავკასიის განვითარების პერსპექტივებს არაპროგნოზირებადად აქცევს. ამავე დროს, აშკარაა, რომ რაც უფრო დაძაბული იქნება საერთაშორისო ვითარება, რუსეთის ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და კოლექტიურ დასავლეთთან, მით უფრო რთული იქნება სამხრეთ კავკასიაში ვითარების სტაბილიზაცია”, – თქვა კრილოვმა.