მთავარიპოლიტიკა

სამშვიდობო სფეროში სომხეთის წვლილს მაღალი შეფასება აქვს. სომხეთში აშშ-ს ელჩი

ამერიკის შეერთებული შტატების მხრივ აზერბაიჯანისთვის გაწეული დახმარება სამხედრო დახმარება კი არ არის, არამედ ანტიტერორისტული დახმარება, რომელიც აზერბაიჯანს ეხმარება ირანთან საზღვრის დაცვაში, ანტიტერორისტული პრობლემების გადასაჭრელად. ამის შესახებ ,,რადიო თავისუფლებას“ განუცხადა სომხეთში აშშ-ს ელჩმა ლინ თრეისიმ.

რაც შეეხება სომხეთისთვის აშშ-ს სამხედრო დახმარებას ან სამხედრო მიყიდვებს, ელჩმა შეახსენა, რომ სომხეთი არის კუხო- ს წევრი და ის არ არის ის ორგანიზაცია, რომლის წევრიცაა აშშ და სომხეთის  კუხო- ში წევრობა ძალზე მნიშვნელოვან შეზღუდვებს აწესებს სამხედრო დახმარებაზე, რომელიც შეერთებულმა შტატებმა შეიძლება უზრუნველყოს.

”ჩვენ აზერბაიჯანს არ ვაძლევთ რაიმე მაღალი დონის ტექნოლოგიას ჩვენი სასაზღვრო უსაფრთხოების ან ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში. ხოლო ის, რასაც ვაკეთებთ სომხეთთან – ძალზე მნიშვნელოვანია სამხედრო და უსაფრთხოების თანამშრომლობის სფეროში, ეს არის ერთობლივი ოპერაციები, როგორიცაა სამშვიდობო მისიები ავღანეთში, კოსოვოში და სხვაგან. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ სომეხი სამხედროების მომზადებასა და სამედიცინო შესაძლებლობების გაღრმავებაში. ჩვენ ველით, რომ გავაგრძელებთ წვრთნებში მონაწილეობას, რამაც ხელი შეუწყო ამ ტიპის უნარების შემდგომ განვითარებას. ასევე გვაქვს სხვა გაცვლები სამხედრო მომზადების სფეროში. ჩვენი ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაა საერთაშორისო სამხედრო განათლების კურსი, რომელიც სომხეთის ოფიცრებს საშუალებას აძლევს წავიდნენ და გაიწვრთნან აშშ-ს წამყვან სამხედრო ინსტიტუტებში. ეს არის უწყვეტი, ჩვენ ვურჩევთ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს გამოიყენოს ეს პროგრამა.

”ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ  იმის გაკეთებას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ამ სფეროებში, განსაკუთრებით სამშვიდობოების სფეროში, სადაც სომხეთის წვლილს დიდი შეფასება ენიჭება”, – აღნიშნა სომხეთში აშშ-ს ელჩმა ლინ თრეისიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button