
სომეხთა გენოციდი ათწლეულების შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოსმალეთში 1.5 მილიონი სომეხის ხოცვა-ჟლეტა გენოციდად ხასიათა. ახლა შეერთებულ შტატებში გვაქვს სიტუაცია, როდესაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანო აღიარებენ სომხების გენოციდს. ,,რადიო თავისუფლება“ ამ თემაზე ესაუბრა სომხეთში აშშ-ს ელჩს ლინ თრეისის.
ელჩმა შენიშნა, რომ ჯო ბაიდენის განცხადება ასახავს პრეზიდენტის ღრმა პატივისცემას სომეხი ხალხის, აგრეთვე ადამიანის საყოველთაო უფლებების მნიშვნელობის მიმართ.
კითხვაზე, შეიძლება ამას რაიმე სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს, აშშ-ს პოლიტიკის შეცვლა ნატო-ს მოკავშირე თურქეთის ან სომხეთის მიმართ, ლინ თრეისიმ აღნიშნა:
,,რაც შეეხება სამართლებრივ შედეგებს, სომეხთა გენოციდი მოხდა 1915 წელს. გენოციდის შესახებ კონვენცია მიღებულ იქნა 1951 წელს; ჩვენი მოსაზრებაა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, კონვენცია რეტროსპექტულად არ გამოიყენება. ეს არის სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით. რაც შეეხება თურქეთთან აშშ-ს ურთიერთობებს, თურქეთი ნატოს ფარგლებში შეერთებული შტატების პოტენციური მოკავშირეა. ამასთან, ბაიდენის ადმინისტრაციამ ნათლად განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის არსებული უთანხმოებები ეფექტურად უნდა მოგვარდეს“.
ელჩი ასევე შეეხო ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლის შესაძლებლობას თურქეთზე გარკვეული მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და საზღვრების გახსნის თვალსაზრისით.
ლინ თრეისიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ხანია არსებობს ინტერესი სომხეთისა და თურქეთის შერიგების და რეგიონში უფრო ფართო შერიგების სტიმულის საკითხში, რაც ყველას სარგებელს მოუტანს – სომხეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს.
,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მაგრამ ამავე დროს, აშკარაა, რომ არსებობს უშუალო პრობლემები, რომელთა მოგვარებაც საჭიროა კონფლიქტის შემდგომი ვითარებიდან გამომდინარე. ეს არის ის საკითხი, სადაც მინსკის ჯგუფს ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს შერიგების უფრო დიდი პრობლემის მისაღწევად”, – აღნიშნა სომხეთში აშშ-ს ელჩმა.