პოლიტიკა

EU: მოვუწოდებთ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ დეპუტატებს, შეთანხმებას შეუერთდნენ

,,Metronome.ge” წერს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ დეპუტატებს მოუწოდებს, შეთანხმებას შეუერთდნენ. ამის­ შესახებ საუბარია ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილის შეთანხმების შესრულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

“ჩვენ გულთბილად მივესალმებით, 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დღეს, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხელმომწერები შევიდნენ პარლამენტში და მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო საქმიანობაში, საქართველოს მოქალაქეების სახელით. მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად აირჩიეს ახალი სპიკერი და ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც მიმართული იქნება პოლიტიზებული მართლმსაჯულების თაობაზე წარმოდგენების მოსაგვარებლად. საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები ამ ვალდებულების განხორციელების მხარდასაჭერად.

ეს იყო რთული გადაწყვეტილებები, რაც მოითხოვს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამბედაობას. ჩვენ ველით მომდევნო ნაბიჯებს შეთანხმების შემდგომი განხორციელებისთვის, შეთანხმებული ვადების შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგის განვითარებისთვის.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს შეუერთდნენ შეთანხმებას და მონაწილეობა მიიღონ მის განხორციელებაში საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესების შესაბამისად”, – წერია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button