მთავარიპოლიტიკა

არცახის რესპუბლიკის ომბუდსმენი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს გარკვეული მექანიზმები გამოიყენონ აზერბაიჯანის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ

25 აპრილს აზერბაიჯანულმა მხარემ ხელი შეუშალა 25 სომეხ მომლოცველს დადივანქში შესვლაში, სადაც სომხეთის სამოციქულო ეკლესიის არცახის ეპარქიის მსახურებმა დაგეგმეს ხელდასხმის ცერემონია, იუწყება არცახის რესპუბლიკის ომბუდსმენი გეღამ სტეფანიანი.

,,აშკარად ყალბი, უსაფუძვლო საბაბით დადივანქში მორწმუნეთა შესვლისთვის დაბრკოლების შექმნით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მიზნად დაისახეს სომხური სამოციქულო ეკლესიის მნიშვნელოვანი ლიტურგიის ჩაშლა.

ამ გზით, აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია რუსი სამშვიდობოების შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმადაც სომეხ მორწმუნეებს შეუძლიათ დადივანქის მონასტერში შესვლა და ლიტურგიის ჩატარება.

სასულიერო და რელიგიური უფლებები და თავისუფლებები გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში და სხვა ფუნდამენტურ საერთაშორისო დოკუმენტებში, რომელთა დარღვევა წარმოადგენს ადამიანის ღირსების, უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას.

აზერბაიჯანი, რომელმაც თავი კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების ქვეყნად გამოაცხადა, უგულებელყოფს საერთაშორისოდ აღირებულ ნორმებს, შეურაცხყოფს, აწამებს, ანადგურებს სომეხი ხალხის კულტურულ ღირებულებებს მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მიზანმიმართულად შლის სომხურ წარწერებს და კვალს და სომეხ მორწმუნეებს ხელოვნურად უქმნის დაბრკოლებებს წმინდა ადგილებში შესასვლელად.

,, ამ ინციდენტის შესახებ არცახის რესპუბლიკის ომბუდსმენი აცნობებს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს და მოუწოდებს მათ გამოიყენონ გარკვეული მექანიზმები აზერბაიჯანის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ”, – წერს ომბუდსმენი.

ნახეთ მეტი
Back to top button