მთავარიპოლიტიკა

გრიგორიანმა და პატრუშევმა დაამტკიცეს სომხეთის რესპუბლიკის და რუსეთის უსაფრთხოების საბჭოების ოფისებს შორის 2021-2022 წლების თანამშრომლობის გეგმა

28 აპრილს, ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე კუხოს უსაფრთხოების საბჭოების მდივანთა კომიტეტის სხდომის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი შეხვდა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს.

როგორც „არმენპრესს“ აცნობეს სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს ოფისში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთსა და რუსეთის ლიდერებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობებს და ინტენსიურ კონტაქტებს. მხარეებმა მნიშვნელობა მიანიჭეს სომხეთის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროებს და სპეცსამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას.

”უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის კონტექსტში, არმენ გრიგორიანი შეეხო სომხეთის შეიარაღებულ ძალებში განხორციელებულ მასშტაბურ რეფორმებს, ამ საკითხში მნიშვნელობა მიანიჭა რა ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას, ურთიერთობების სტრატეგიულ-მოკავშირეობითი ხასიათის გათვალისწინებით.

თავის მხრივ, ნიკოლაი პატრუშევმა მნიშვნელოვნად მიიჩნია რუსული სამშვიდობო ძალების საქმიანობა მთიან ყარაბაღში, რის გამოც შესაძლებელი ხდება ნორმალური ცხოვრების აღდგენა მთიან ყარაბაღში. მან ასევე ხაზი გაუსვა რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

წყაროს მიხედვით, შეხვედრის დროს დამტკიცდა სომხეთსა და რუსეთის უსაფრთხოების საბჭოების ოფისებს შორის 2021-2022 წლების თანამშრომლობის გეგმა.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას უახლოეს მომავალში ორმხრივი ვიზიტების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button