მომავალ კვირაში სომხეთი მიიღებს კორონავირუსის წინააღმდეგ ჩინური ვაქცინის 100,000 დოზას. მინისტრი

მომავალ კვირაში სომხეთი მიიღებს კორონავირუსის წინააღმდეგ ჩინური ვაქცინის 100,000 დოზას 50,000 პაციენტისთვის. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ჯანმრთელობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანაჰიტ ავანესიანმა.
მისივე თქმით, სომხეთმა ვაქცინა შემოწირულების სახით მიიღო და მხოლოდ მისი ტრანსპორტირების ორგანიზება მოაწყო.
ასევე დაგეგმილია ნოვოვაქსის ვაქცინის შეძენა, რაზეც წინასწარი შეთანხმება არსებობს, მაგრამ მიწოდების პირობები და ფასი ჯერ შეთანხმებული არ არის.
რაც შეეხება ვაქცინას Sputnik V, მიმდინარეობს სამუშაოები მისი უფრო დიდი პარტიების მისაღებად. ორი დღის წინ სომხეთმა მიიღო 14000 კაცისთვის გათვალისწინებული პარტია, მომავალში სხვა პარტიების მიღებაცაა მოსალოდნელი.
ვიცე-პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ტიგრან ავინიანის თქმით, შესწავლილი უნდა იქნას “Sputnik V” – ის სომხეთში ერთობლივი წარმოების დაწყების შესაძლებლობები, განხილულ იქნას რუს პარტნიორებთან ერთად და გაირკვეს, “რა რაოდენობით, რომელი კომპონენტებით წარმოების ორგანიზება იქნება აქ შესაძლებელი”.