
აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ნათქვამი ტერმინი ”გენოციდი” რამდენად დაეხმარება დღეს სომხეთს საერთაშორისო ასპარეზზე სამართლებრივი სამართლიანობის მიღწევაში, მეტწილად დამოკიდებულია სწორედ სომხეთზე. ,,Sputnik სომხეთთან“ საუბრისას ასეთი მოსაზრება გამოთქვა ევროსასამართლოში სომხეთის წარმომადგენელმა ეღიშე კირაკოსიანმა.
”მე ამ განცხადებას არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ მოსაზრების შექმნის მნიშვნელობასაც ვანიჭებ, რადგან აშშ-ს პრეზიდენტის მხრივ ამგვარი კვალიფიკაცია აშკარად დიდ გავლენას ახდენს სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოსაზრებების ჩამოყალიბებაზე”, – აღნიშნა მან.
კირაკოსიანის თქმით, ჯო ბაიდენის განცხადებამ შეიძლება ახალი ხარისხი უზრუნველყოს სომხების გენოციდის აღიარების საერთაშორისო პროცესში.
”მისი ახალ დონეზე აყვანა, ვფიქრობ, ახალი მოქმედებების ველს ხსნის. და ეს ქმედებები უნდა განხორციელდეს როგორც სომხეთის, ასევე დიასპორის მიერ, რათა განუწყვეტლივ მოხდეს ზეწოლა უარყოფის მოძრაობაზე, რომელიც დღეს უკვე აზერბაიჯანულ-თურქული წრეებით შემოიფარგლება”, – აღნიშნა კირაკოსიანმა.
მისი რწმენით, აშშ-ს პრეზიდენტის განცხადების შემდეგ განვითარებული პოლიტიკური მოვლენები საბოლოოდ უარყოფის პოლიტიკის სრულ უარყოფამდე მიგვიყვანს. მაგრამ ამისათვის აუცილებელია დიდძალი სამუშაოების ჩატარება.
”ჩვენ ახლა ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, რომ ამ განცხადების მაქსიმალური კაპიტალიზება შევძლოთ”, – აღნიშნა კირაკოსიანმა.