მთავარიპოლიტიკა

აშშ-ს სასამართლოებმა შეიძლება განაახლონ თურქეთის წინააღმდეგ საჩივრების განხილვა გენოციდის ნაწილში

მოსალოდნელია, რომ თურქეთის წინააღმდეგ ადრინდელი სასამართლო პროცესები აშშ – ს სასამართლოებში აღდგება მას შემდეგ, რაც აშშ – ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცნო სომხების გენოციდი ოსმალეთში. ამის შესახებ ,,რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა ნიდერლანდებში  კულტურული ასოციაციის “აბოვიანის” წარმომადგენელმა, ინგე დროსტმა.

24 აპრილს, სომხების გენოციდის 106 წლისთავთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტას ”გენოციდი” უწოდა.

”დღემდე აშშ-ს სასამართლოები უარს ამბობდნენ სომხების საჩივრების მიღებაზე და მიუთითებდნენ იმაზე, რომ ამერიკის ადმინისტრაცია არ ცნობს გენოციდის ფაქტს. ახლა სიტუაცია შეიცვალა. ჩვენ ველით, რომ შეერთებულ შტატებში ამ სასამართლო პროცესების განხილვა დაიწყება”, – აღნიშნა აქტივისტმა.

დროსტმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ხელისუფლების მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება ახალ პერსპექტივებს ქმნის ისტორიული სამართლიანობის დამყარებისათვის, მათ შორის, კომპენსაციების მხრივ.

მისი თქმით, თურქეთი გაბრაზებულია და ესმის აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სომხეთის გენოციდის აღიარების მნიშვნელობა.

”მეორეს მხრივ, თურქეთი ვერ გააუარესებს ურთიერთობებს ვაშინგტონთან, აშშ-სა და ევროპასთან ეკონომიკური და სამხედრო დამოკიდებულების გამო”, – თქვა დროსტმა.

რაც შეეხება თავად ნიდერლანდებში სომეხთა გენოციდის აღიარებას, აქტივისტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პარლამენტმა არაერთხელ მოუწოდა მთავრობას ოფიციალურად წამოეწყო ეს ინიციატივა.

 ”ჰოლანდიის მთავრობა, თავს არიდებდა რა ამ თემას, ალბათ ხელმძღვანელობდა სამხედრო და ეკონომიკური ინტერესებით, მაგრამ ახლა მას შეუძლია შეცვალოს პოზიცია და აშშ-ს პრეზიდენტის მაგალითს მიჰყვეს ამ საკითხში”, – აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ სომეხთა გენოციდს უწოდებენ ოსმალეთის იმპერიაში და მის მიმდებარე რეგიონებში 1915-1923 წლებში ადგილის მქონე სომხების მასობრივ გადასახლებას, ხოცვა-ჟლეტას და სარწმუნოების იძულებით  შეცვლას. ეს ხოცვა დაგეგმილი და ორგანიზებული იყო ახალგაზრდა თურქების მიერ, შემდეგ კი დასრულდა ქემალისტური მთავრობის მიერ. ამ მოვლენებზე პირველი საერთაშორისო რეაქცია გამოვლინდა საფრანგეთიდან, რუსეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან 1915 წლის 24 მაისს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით, რომელშიც სომეხი ხალხის მიმართ განხორციელებული ძალადობა აღწერილი იყო, როგორც ”დანაშაული კაცობრიობისა და ცივილიზაციის წინააღმდეგ”. მხარეები ჩადენილ დანაშაულში თურქეთის მთავრობას აკისრებდნენ პასუხისმგებლობას. 1915-1923 წლებში მოკლეს დაახლოებით 1,5 მილიონი სომეხი, დანარჩენებმა  ან  იძულებით  შეიცვალეს სარწმუნოება ან თავი სხვადასხვა ქვეყანას შეაფარეს.

ოსმალეთის მთავრობის მიერ ჩადენილი სომეხთა გენოციდის ფაქტი დასაბუთდა, აღიარებული და დადასტურებული იქნა თვითმხილველთა ჩვენებებით, კანონებით, რეზოლუციებით და მრავალი სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებებით.

ნახეთ მეტი
Back to top button