მთავარისაზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 1476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

,,Metronome.ge” წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის 1476  ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 791 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27895 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 090 , პისიარტესტით – 16 805.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,29%, ბოლო 14 დღის – 4,7%, ბოლო 7 დღის – 4,85%.

ნახეთ მეტი
Back to top button