მთავარიპოლიტიკა

სერგეი ლავროვი კვლავ ეწვევა ერევანს

5-6 მაისს ერევანს ეწვევა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ხოლო 10-11 მაისს ის ეწვევა ბაქოს. ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ყოველკვირეული ბრიფინგის დროს.

”დაგეგმილია მოლაპარაკებები სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან. მოლაპარაკებების დროს განიხილება ორმხრივი რეგიონული თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი, ასევე საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობის საკითხები”, – განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, ძირითადი ყურადღება დაეთმობა მთიანი ყარაბაღის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

შეგახსენებთ, რომ ლავროვი სომხეთში გასული წლის 21 ნოემბერს ჩამოვიდა. ერევნიდან ის კვლავ გაემგზავრა ბაქოში.

ნახეთ მეტი
Back to top button