მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა მადლობის წერილი გაუგზავნა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა მადლობის წერილი გაუგზავნა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელშიც სომეხი ხალხის სახელით მადლიერება გამოხატა სომხეთის გენოციდის აღიარებისათვის.

წერილში კერძოდ ნათქვამია:

”ეს არის გაბედული და სულისჩამდგმელი ნაბიჯი, რომელსაც ველოდებით საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს სომხებისათვის, მათ შორის ამერიკელი სომხებისათვის, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალისხმევას არ იშურებენ აღიარებისთვის, და ყველა მათთვის, ვინც ეძებს სამართლიანობას.

სომხეთი ასევე დიდად აფასებს სომეხთა გენოციდის აღიარებას აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ 2019 წელს, რასაც მოჰყვა აშშ სენატის ერთობლივი გადაწყვეტილება. პრეზიდენტის გზავნილს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატების მიერ სომეხთა გენოციდის ოფიციალური აღიარების პროცესში. ამ განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა არა მხოლოდ პატივი მიაგო კაცობრიობის წინააღმდეგ ამ საზარელი დანაშაულის მსხვერპლს, არამედ დაიცვა ადამიანის უფლებები, უნივერსალური ღირებულებები, თავისუფლება და დემოკრატია.

სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარება და დაგმობა ხელს შეუწყობს გენოციდების პრევენციას და დაუსჯელობის აღმოფხვრას მთელ მსოფლიოში.

სომეხთა გენოციდის აღიარება არა მხოლოდ ისტორიული შეცდომის გამოსწორებაა, არამედ მკაფიო გზავნილია თურქეთისთვის, თავი შეიკავოს თავისი ამბიციებისგან ამ აფეთქების საშიშროების მქონე რეგიონში”.

წერილში პრეზიდენტმა სარგსიანმა ასევე ისაუბრა სომხეთ-ამერიკის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე და აღნიშნა, რომ სომხეთი და შეერთებული შტატები ყოველთვის ანიჭებდნენ მნიშვნელობას მყარ პარტნიორულ ურთიერთობებს, რომლებიც ემყარება ურთიერთნდობასა და მისი გაღრმავების მზადყოფნას. ”აშშ-სომხეთის ურთიერთობების განმტკიცების, აგრეთვე ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის შევსების დიდი პოტენციალი არსებობს.

ეკონომიკის, ახალი ტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიის, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობა იმედისმომცემი იქნება ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში. მე გამოვხატავ სრულ მზადყოფნას, დაუზოგავად ვიმუშაოთ თქვენთან ერთად ამ მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად”.

ნახეთ მეტი
Back to top button