საზოგადოება

სომხეთში იკრძალება თურქული საქონლის გაყიდვა: ვაჰან ქერობიანი

თურქეთთან საზღვრის გახსნის საკითხი ჯერჯერობით არ არის მთავრობის დღის წესრიგში. სანაცვლოდ, მთავრობა აპირებს გააგრძელოს შეზღუდვები თურქეთიდან იმპორტზე და დააწესოს თურქული საქონლის გაყიდვის აკრძალვა. ამის შესახებ დღეს სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე.

”თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაგრძელებთ თურქული საქონლის იმპორტის აკრძალვას, ჩვენ ალბათ გავზრდით თურქული საქონლის რეალიზაციის აკრძალვასაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მნიშვნელობა არ აქვს, როდის იქნა შემოტანილი, გაყიდვა შეიზღუდება. რადგანაც  ხშირად უკანონოდ შემოტანილი საქონელი აღმოჩნდება ხოლმე ბაზარზე”, – თქვა ქერობიანმა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობები არ შეიძლება იყოს ცალმხრივი, ისინი უნდა იყოს სიმეტრიული.

”მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ დონეზე მიიღება სიმეტრიული გადაწყვეტილება პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენის შესახებ, მაშინ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ,  რომ ჩვენი ეკონომიკა მაქსიმალურად დაცული იქნება თურქული საქონლის შემოტევისაგან”, – თქვა ქერობიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button