მთავარიპოლიტიკა

წინაპირობები არსებობს, მაგრამ მიმდინარეობს მოლაპარაკებები განბლოკვის საკითხზე: მჰერ გრიგორიანი

ყაზანში რუსეთის პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არ ასრულებს 10 ნოემბრის განცხადების ერთ-ერთ მთავარ დებულებას. ამ დრომდე ამ ქვეყანაში სომეხი სამხედრო ტყვეები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებსაც აზერბაიჯანი არ აბრუნებს.

ამ კონტექსტში, რა ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რეგიონში გზების განბლოკვის შესახებ? სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხს აყენებენ თუ არა წინაპირობად? „რადიოლურის“ ამ შეკითხვას პასუხი გასცა ვიცეპრემიერმა  მჰერ გიგორიანმა, რომელმაც  ხაზი გაუსვა, რომ სამუშაო მრავალპლანიანია და არ სურს რომელიმე საკითხის განსაკუთრებულად გამოყოფა.

გრიგორიანის თქმით, სამუსაო ჯგუფი  კვლავ აგრზელებს განხილვებს  რეგიონში გზის განბლოკვის შესახებ, რომელსაც ხელმძღვანელობენ სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრები, სამუშაოები მიმდინარეობს. ამავე დროს, გრიგორიანი, გზების განბლოკვის შესახებ მოლაპარაკებებზე საუბრისას, ხაზს უსვამს უსაფრთხოების რისკების გამორიცხვის წინაპირობას – მისი სამართლებრივი ბაზის განმტკიცების აუცილებლობას.

”ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ტრანსპორტი და ტვირთის გადაზიდვა უსაფრთხოდ განხორციელდება”, – თქვა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა და იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელია გამოსავალი ვიპოვოთ, რომელიც გულისხმობს დაბალანსებულ ინტერესებს, რაც იძლევა გზების უსაფრთხოების გარანტიას.

მისივე თქმით, ყველაზე სავარაუდო ვარიანტია ადრე არსებული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რაც იმას ნიშნავს, ზოგიერთ ადგილას  ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს. თუ რა მდგომარეობაშია ეს ინფრასტუქტურა, რა დროში რა რესურსები იქნება გამოყენებული ნათელი გახდება მხოლოდ ტექნიკური გამოკვლევის შემდეგ.  

ნახეთ მეტი
Back to top button