მთავარიპოლიტიკა

ჰუმანიტარულმა ინიციატივამ “ავრორამ” არცახში 75 პროექტი განახორციელა

ორმოცდაოთხ დღიანი ომის დროს და მის შემდეგ,  ჰუმანიტარულმა ინიციატივამ “ავრორამ” დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო არცახს. ამის შესახებ კონფერენციის “პარტნიორობა არცახისთვის” გახსნაზე განაცხადა  ჰუმანიტარული ინიციატივის “ავრორას” ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნიკოლა სტანიშმა.

,,არცახში, 50 ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორთან ერთად, მთლიანად განხორციელდა ან მიმდინარეობს 75 ჰუმანიტარული პროგრამა”, – თქვა სტანიშმა.

კერძოდ, ამ პროგრამებიდან 45 უკვე დასრულებულია და 30 მიმდინარეობს.

“ავრორა არცახს” პროექტის ფარგლებში განხორციელდა პროგრამები ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, დაბომბილი სკოლების აღდგენის, ომისგან დაზარალებულების საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და ბინების განახლების ხელშეწყობის მიზნით. კერძოდ, მათგან 46 დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული დახმარების პროექტი იყო, 16 – სოციალური და ბიზნესის განვითარების პროექტები, 13 – ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები.

ჰუმანიტარული ინიციატივის “ავრორას” არცახის პროგრამების ხელმძღვანელმა ნარინე აღაბალიანმა სიტყვით გამოსვლისას გამოთქვა რწმენა, რომ კონფერენციის დისკუსიები სახელწოდებით “პარტნიორობა არცახისთვის” გაზრდის დახმარების პროგრამების კოორდინაციის, მიზნობრივობის და ეფექტურობის დონეს.

ნახეთ მეტი
Back to top button