პოლიტიკა

სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენა იზრდება, ქვეყნებს მეტი ევროპა სჭირდებათ – ლანდსბერგისი

,,მთავარი არხი” წერს, რომ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრილიუს ლანდსბერგისი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს აჯამებს. ის Facebook-ზე წერს, რომ რუსეთის გავლენები რეგიონის სამივე ქვეყანაში იზრდება და ქვეყნებს მეტი ევროპა სჭირდებათ.

გაბრილიუს ლანდსბერგისი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო, სხვადასხვა პრობლემები, ერთი საერთო ფენომენი. რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონში იზრდება. სომხეთში რუსი ჯარისკაცები აზერბაიჯანის შესაძლო აგრესიისგან დასაცავად დგანან. ისე, რომ გაუგებარია აზერბაიჯანისგან საფრთხე არსებობს თუ არა, მაგრამ რუსეთს დამატებით ძალები შეჰყავს. ეს საშინელებაა, რადგან ის ლატვიაში 1940-იან წლებს მახსენებს.

44 წლიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანს თავის ტერიტორიაზე “მშვიდობისმყოფელები” ჰყავს. დასავლეთის ყურადღება საკმარისი არ არის, რუსეთის გავლენები უფრო და უფრო იზრდება.

საქართველოს გამოწვევები ჩვენთვის უფრო ცნობილია. 2008 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთს ახალი ჯარისკაცები შეჰყავს და მათ ტერიტორიაზე ახალ ბაზებს აშენებს.

მთელ რეგიონს თუ დააკვირდებით, ჩანს, რომ რუსეთი ყველგან “კალინგრადს” ქმნის. რომელთა დახმარებითაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას შემდგომ სამხედრო ჩარევას, ან თუნდაც მუდმივ პოლიტიკურ გამოწვევას.

ექსპერტები სამივე ქვეყნიდან ერთხმად თანხმდებიან, რომ შეერთებული შტატების გასვლა, ევროკავშირის სიფრთხილე და რუსეთის სამხედრო ძალის გაძლიერება, რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეს ქმნის.

სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას მეტი ევროპა სჭირდება. ჰუმანიტარული დახმარება, რეფორმებისთვის ხელის შეწყობა, არჩევნების მონიტორინგი, შუამავლობა – როგორც, ეს საქართველოში იყო. ევროპა არის რბილი ძალა და სამხრეთ კავკასიას სწორედ ეს სჭირდება. ამერიკამ განაცხადა, რომ ის დაბრუნდება. ევროპა უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობა 10 წლის წინ დაიწყო. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით უკან დასაბრუნებელ გზას, შესაძლოა მალე დასაბრუნებელი ადგილიც აღარ იყოს.

P.S. თუ სწორად ვითვლი, 35 შეხვედრა, რამდენიმე ინტერვიუ და 5 PCR ტესტი მქონდა. ახლა ყველაფერს ვალაგებ და ოდნავ ფეხზე ვდგავარ, მაგრამ თუ საჭირო იქნება, კვლავ შემიძლია ჩემოდნის ჩალაგება და უკან დაბრუნება”,- წერს ლანდსბერგისი Facebook-ზე.

გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ოფიციალური შეხვედრები თბილისში 28 აპრილს დაიწყო. ის შეხვდა პრემიერს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის წევრებს. გაბრილიუსმა საქართველო 29 აპრილს დატოვა.

ნახეთ მეტი
Back to top button