მთავარიპოლიტიკა

სასურველი იქნებოდა დაგვენახა ირანის გავლენა აზერბაიჯანზე სომეხი ტყვეების განთავისუფლებაში: სომხეთის რესპუბლიკის ელჩი

თურქეთის პირდაპირი მასშტაბური მონაწილეობა არცახის  წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მიზნად ისახავდა რეგიონში მისი ექსპანსიონისტური პოლიტიკის განხორციელებას. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში არტაშეს თუმანიანმა სააგენტო „ISNA“ – სთან ინტერვიუში განაცხადა.

”ყოველივე ამის შემდეგ, ერთი რამ ცხადია: კონფლიქტების ძალისმიერი მოგვარების მცდელობა სერიოზული სიგნალი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის, პირველ რიგში, რეგიონის ქვეყნებისთვის”, – თქვა მან და დასძინა, რომ თურქეთის მხარდაჭერამ აზერბაიჯანის მიმართ, მათ შორის დაქირავებული ტერორისტების გამოყენებით  განხორციელებულმა  აგრესიამ უდიდესი ზიანი მიაყენა სომხეთს, სომეხ ხალხს.

ელჩმა კრიზისის დაძლევაზე საუბრისას აღნიშნა, რომ   მხოლოდ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს აქვთ საერთაშორისო მანდატი კონფლიქტის საბოლოო და ყოვლისმომცველი მოგვარებისათვის. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნების როლს, არტაშეს თუმანიანის თქმით, მათ თავიანთი დაბალანსებული პოზიციით შეუძლიათ შექმნან ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის დარეგულირებისთვის. შეუძლია თუ არა ირანს, როგორც პოტენციურ რეგიონალურ ძალას, პოზიტიური როლი შეასრულოს კონფლიქტის მოგვარებაში? ელჩმა კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ სომხეთ-ირანის საზღვარი ყოველთვის იყო მშვიდობისა და თანამშრომლობის „ხიდი“, რომლის ხელყოფაც ეწინააღმდეგება ორი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

”მინდა ხაზი გავუსვა მნიშვნელოვან როლს, რომელიც ირანმა შეასრულა ომისა და ომისშემდგომ პერიოდში განვითარებული იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობას და სტაბილურობას. ეს ეხება ორი ქვეყნის საერთო საზღვრის და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს (გამაფრთხილებელი განცხადებები, ირანული ჯარების განლაგება საზღვრის გასწვრივ). სომხეთ-ირანის საზღვარი ყოველთვის იყო მშვიდობისა და თანამშრომლობის „ხიდი“, რომლის ხელყოფა ეწინააღმდეგება ჩვენი ორი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ბოლო ომის შემდეგ, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ერევანსა და თეირანში იზრდება მზარდი ინფორმირება საერთო საფრთხეებისა და ინტერესების შესახებ. ამიტომ საჭიროა ყოვლისმომცველი სტრატეგიული დიალოგი, რომლის დღის წესრიგში შევა ორმხრივი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის საკითხების მთელი რიგი, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხების ფართო სპექტრი”, – განაცხადა ელჩმა.

არტაშემ თუმანიანის თქმით, დღეს ირანის აქტიური მონაწილეობა მრავალი რთული საკითხის მოგვარებაში ძალიან სასარგებლო იქნებოდა. კერძოდ, სასურველი იქნებოდა სომხური სამხედრო ტყვეების განთავისუფლებაში აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე ირანის აქტიური გავლენის დანახვა. ელჩის თქმით, ამავდროულად, არსებულ პირობებში შესაძლებელია სომხეთ-ირანის ურთიერთობის ყველა კომპონენტის დიდად გააქტიურება, რაც უზრუნველყოფს ორი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას. განსაკუთრებით საჭიროა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო-ენერგეტიკული ღერძის “განმტკიცება”, გაზის ელექტროენერგიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, სავაჭრო ბრუნვის ზრდის მკვეთრი სტიმულირება, ერთობლივი საინვესტიციო პროგრამების განხორციელება.

ნახეთ მეტი
Back to top button