
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის და კანდიდატის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, 4 ფაქტორმა შეუწყო ხელი სომხეთის გენოციდის აღიარებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ. ამის შესახებ ფაშინიანმა განაცხადა ეროვნული ასამბლეის სპეციალური სხდომის დროს, რომელიც პრემიერ-მინისტრის არჩევისთვის იყო მოწვეული.
”ვფიქრობ, არსებობს ერთი გრძელვადიანი, ერთი საშუალოვადიანი, ორი მოკლევადიანი ფაქტორი. გრძელვადიანი ფაქტორი ნამდვილად არის თანმიმდევრული მუშაობა აშშ-სა და დიასპორის სომხური საზოგადოების ყველა ორგანიზაციასთან. საშუალოვადიანი ფაქტორი არის თურქეთის რეგიონალური პოლიტიკა, და ამ კონტექსტში, დისონანსი, რომელიც თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის წარმოიშვა. მოკლევადიანი ფაქტორებიდან პირველი 44-დღიანი ომია, თურქეთის აშკარა და აქტიური მონაწილეობა მასში, და მეორე ის ფაქტი, რომ სომხეთის რესპუბლიკა დემოკრატიული ქვეყანაა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ოთხმა ფაქტორმა გამოიწვია შეერთებული შტატების პრეზიდენტის უპრეცედენტო, ისტორიული გადაწყვეტილება”, – აღნიშნა ფაშინიანმა.
2021 წლის 24 აპრილს ჯო ბაიდენი გახდა აშშ-ს პირველი პრეზიდენტი, რომელმაც თავის გზავნილში ოფიციალურად ცნო სომეხთა გენოციდი.
1915 წ. ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებული სომეხთა გენოციდი მე-20 საუკუნის დასაწყისის უდიდესი დანაშაულია. 30-მა ქვეყანამ აღიარა და დაგმო გენოციდი.