
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა არ გაამჟღავნა, თუ რომელი ვაქცინით არის ის აცრილი.
როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ ფაშინიანმა აღნიშნა ნაციონალური ასამბლეის სპეციალური სხდომის დროს, დამოუკიდებელი დეპუტატის თაგუჰი თოვმასიანის კითხვაზე პასუხის გაცემისას.
”მე არ დავასახელებ იმ ვაქცინას, რომელზეც ავიცერი. მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენი ვიცე-პრემიერებიდან ერთი აიცრა “AstraZeneca” – თი, მეორე ვიცე-პრემიერი აიცრება “Sputnik V”-თი. ვიმედოვნებ, რომ ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეობიდან რომელიმე აიცრება ჩვენთან არსებული ჩინური ვაქცინით”, – აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი ირწმუნება, რომ სომხეთში ყველა ვაქცინა კარგია.
3 მაისს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე ანა ჰაკობიანი აიცრნენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. მანამდე სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტიგრან ავინიანი აცრილი იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით “AstraZeneca”-თი.