მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის მოქმედებები არის ვანდალიზმი, მათი მიზანია შუშის საკათედრო ტაძრისათვის სომხური იდენტობის წართმევა: სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის მიერ შუშის წმიდა მაცხოვრის ღაზანჩეცოცის ტაძარში დაწყებული სამშენებლო სამუშაოების შესახებ.

”აზერბაიჯანის ქმედებები შუშის წმინდა მაცხოვრის ღაზანჩეწოცის საკათედრო ტაძარში დასაგმობია, მით უმეტეს, რომ უკვე არსებობს მრავალი პრეცედენტი სომხური სალოცავი ადგილების, ძეგლების განადგურების და ამ ქმედებების გასამართლებლად.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ არცახის  წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს ჩადენილ მრავალ დანაშაულს შორისაა შუშის ღაზანჩეცოცის საკათედრო ტაძრის განზრახ ორმაგი დაბომბვა ზეზუსტი იარაღით ერთ დღეში, რასაც უდაოდ ვანდალიზმის  გამოხატულებაა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი ახორციელებს შუშის საკათედრო ტაძართან დაკავშირებულ საქმიანობას სომხური სამოციქულო ეკლესიის კონსულტაციის გარეშე, რაც აშკარად არღვევს  მორწმუნეების,  რელიგიის თავისუფლების უფლებას.

შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანმა იუნესკოს ექსპერტის შემფასებელი მისიის მუშაობის დაწყებამდე დაიწყო ეკლესიის არქიტექტურული იერსახის შეცვლა. აშკარაა, რომ აზერბაიჯანი განზრახ აბრკოლებს იუნესკოს ექსპერტების მისვლას  საფრთხეში მყოფი სომხური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, ერთი მხრივ, მის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების დაფარვის მიზნით, ხოლო მეორეს მხრივ ძეგლის ისტორიული და არქიტექტურული მთლიანობის შეცვლის მიზნით, ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button