პოლიტიკა

აშშ-ს პრეზიდენტმა აზერბაიჯანს სამხედრო დახმარების აღმოჩენის ნება დართო

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნება დართო სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ აზერბაიჯანს. The Hill- ის თანახმად, ბაიდენმა კონგრესს აცნობა, რომ ადმინისტრაცია ახანგრძლივებს ,,თავისუფლების მხარდაჭერის აქტის“ 907-ე შესწორების შეჩერებას.

შესწორება 1992 წელს მიიღეს სომხური ლობის ზეწოლის შედეგად. დოკუმენტი ზღუდავს აშშ-ს დახმარებას აზერბაიჯანისთვის სახელმწიფო დონეზე. მაგრამ, 2001 წელს აშშ-ს ადმინისტრაციამ დროებით შეაჩერა ეს ქმედება, ძირითადად, მიზნად ჰქონდა რა აზერბაიჯანის მხარდაჭერა, როგორც ტერიტორია ავღანეთში ტვირთის სატრანზიტო გადატანისთვის.

კონგრესის ინფორმირებისას, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანისთვის ასეთი დახმარება ხელს არ შეუშლის ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მცდელობებს და არ იქნება გამოყენებული სომხეთის წინააღმდეგ შეტევითი მიზნებისთვის.

აშშ-ს დიპლომატიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ დახმარება საჭიროა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის, აგრეთვე “აზერბაიჯანის საზღვრების უსაფრთხოების განმტკიცებისთვის”.

გაზეთი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა აშშ-ს სომხურმა საზოგადოებამ. ბაიდენის ნაბიჯი აღწერილია, როგორც ღალატი სომხების გენოციდის აღიარების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ.

”სომეხთა გენოციდის აღიარება გულისხმობს აზერბაიჯანის მხრიდან სომეხი ხალხის წინააღმდეგ ასეთი დანაშაულების გამოვლენის ვალდებულებას”, – აღნიშნულია ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორის არამ ამპარიანის განცხადებაში.

იგი ფიქრობს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ნებისმიერი ქმედება, რომელიც მწვანე შუქს აუნთებს ილჰამ ალიევის რეჟიმს, ეწინააღმდეგება მის მკაფიო პოზიციას სომხეთის საკითხთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button