მთავარიპოლიტიკა

დეპუტატი ღაზანჩეცოცის ეკლესიის დამახინჯებაში ხედავს წმიდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაქცევის ხელწერას

სომხეთის ეროვნული ასამბლეის ფრაქციის “ჩემი ნაბიჯი” წევრი,  სახელმწიფო და იურიდიულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე  ვლადიმერ ვარდანიანი,  აზერბაიჯანის მიერ შუშის  ღაზანჩეცოცის ეკლესიის დამახინჯებაში ხედავს აია სოფიას მეჩეთად გადაქცევის თურქულ ხელწერას.

ამის შესახებ ვარდანიანმა პარლამენტის მორიგი სხდომის დროს განაცხადა.

”ეს არის იგივე ხელწერა, რომელიც გამოიყენეს თურქეთში, როდესაც აია სოფია მეჩეთად გადააკეთეს. იგივე ხელწერაა, რაც ჯულფაში მოხდა. თუ საერთაშორისო საზოგადოებას არ ვაიძულებთ რეაგირება მოახდინოს ასეთ ვითარებაზე, ისევ განადგურებულ  ძეგლებს მივიღებთ”, – თქვა ვარდანიანმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ იგი აპირებს ამ საკითხის დაყენებას საერთაშორისო კოლეგებთან და მოუწოდა შეუერთდნენ  ამ სამუშაოს.

ნახეთ მეტი
Back to top button