
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სომხეთში ჩამოვა დღეს 5 მაისს, ხვალ შეხვდება სომხეთის ხელმძღვანელობას, ხოლო 10-11 მაისს ეწვევა ბაქოს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა მარია ზახაროვამ. ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს TASS-ი.
”შეხვედრების დროს დაგეგმილია დეტალურად განიხილონ ორმხრივი რეგიონული თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი, ასევე საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობის საკითხები. მაგრამ მოლაპარაკებების პრიორიტეტი იქნება სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის მთიანი ყარაბაღის შესახებ მიღწეული შეთანხმებების შესრულების განხილვა.” – თქვა ზახაროვამ.
1 აპრილს სერგეი ლავროვმა მიიღო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვი მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის იმავე საკითხზე.