
ლავროვის ვიზიტი არ უნდა ჩაითვალოს მორიგ ვიზიტად, – თქვა პოლიტოლოგმა ვიგენ ჰოკობიანმა “რადიოლურთან” საუბრისას.
მისი თქმით, მოსკოვი მიიჩნევს, რომ 9 ნოემბრის განცხადების პუნქტების შესრულება ყოვნდება, უფრო მეტიც, შესაძლებელია შეიქმნას სიტუაცია, რომ პროცესი არა მხოლოდ შენელდეს, არამედ შეჩერდეს კიდევაც.
”შეიძლება წარმოიშვას მთელი რიგი უთანხმოებები. ლავროვის ვიზიტს რეგიონში ერთი მიზანი აქვს – შეამოწმოს სომხეთისა და აზერბაიჯანის წითელი ხაზები”, – ამბობს პოლიტოლოგი.
ჰოკიბიანის აზრით, აზერბაიჯანისთვის დღეს პრიორიტეტი გზების განბლოკვის საკითხია, ხოლო სომხეთისთვის – ტყვეების დაბრუნება.
შეძლებს თუ არა რუსეთი გავლენას აზერბაიჯანზე ტყვეების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით? პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ არსებობს წინაპირობები, რომ გამოყენებული იქნება დიპლომატიური და სხვა არგუმენტები, რადგან რუსეთი ასევე დაინტერესებულია გზების განბლოკვით.
”სომხეთის გადამწყვეტი სიტყვა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რა დიპლომატიური უნარით შეიძლება გამოყენებულ იქნას სომხური მხარის პრიორიტეტები. აუცილებელია მაგიდაზე მუშტის მყარად დარტყმა და განცხადება, რომ ან ეს საკითხი წყდება, ან სხვა საკითხებზე აღარ ვმსჯელობთო“, – ამბობს პოლიტოლოგი.