საზოგადოება

სომხეთში COVID-19 ვაქცინაციის ცენტრები მალე ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებრივ ადგილებში

რათა COVID-19 ვაქცინები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის, სომხეთის საზოგადოებრივ ადგილებში მცირე სამედიცინო ცენტრები მალე ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ ”არმენპრესის” პრეს-დარბაზში ამერიკელმა სომეხმა ქირურგმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა შანთ შხრტუმიანმა აღნიშნა, რომელიც ვაქცინაციის პროგრამაში გამოცდილების გაცვლას ახორციელებს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში. სპეციალისტის ინფორმაციით, ამჟამად სამინისტრო ვაქცინაციის პროცესის მოქალაქეებთან დაახლოების სამუშაოების ფარგლებში განიხილავს სამედიცინო ცენტრების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არსებობის შესაძლებლობას.

”შეერთებულ შტატებში ასეთი კულტურაა, – თქვა მან. სომხეთში მას განიხილავენ, ამ მიმართულებით უკვე პრაქტიკული ნაბიჯები იდგმება. იქნება ეს მოედანი, დიდი სავაჭრო ცენტრი თუ ქუჩა, მალე იარსებებს სამედიცინო ცენტრები. ისინი მოსახლეობას პრობლემების გარეშე ვაქცინების მიღებაში დაეხმარებიან.  ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროცედურა, რომელიც პოლიკლინიკებში კეთდება, ასევე გაკეთდება სამედიცინო ცენტრებში”, – თქვა ამერიკელმა სპეციალისტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button