გაზეთი „სომხეთის რესპუბლიკა“: „მეცნიერული არცახი” ჭეშმარიტების სახელით

„არცახისა და სომხების წინააღმდეგ ომი კვლავ გრძელდება კულტურულ, ისტორიულ და ფსიქოლოგიურ სფეროებში. ამ კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის რეალური ისტორიის გასაჯაროება და მსოფლიოსთვის წარდგენა. მას არა თუ მხოლოდ კონტრშეტევა ვაწვნიოთ, არამედ თავიდან უნდა ავიცილოთ მისი ყალბი თეზებიც.
კვლევითი ინსტიტუტის „არცახის“ დირექტორი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “არცახის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა კავშირის” დამფუძნებელი პრეზიდენტი, პერიოდული გამოცემა “მეცნიერული არცახის” მთავარი რედაქტორი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი ავეტიკ ჰარუთიანიანი გაზეთ „სომხეთის რესპუბლიკის“ კორესპოდენტთან საუბარში აღნიშნავს, რომ მათი მუშაობის მთავარი შედეგი უნდა იყოს ის, რომ სიტყვა „არცახის“ გაგონებისას უცხო ქვეყნის მოქალაქეს კონფლიქტი კი არ უნდა გაახსენდეს, არამედ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი, მაგრამ ჯერ-ჯერობით აღიარებული არ არის. იქ ცხოვრობს ხალხი, რომელიც ქმნის და თავისი წვლილი შეაქვს მეცნიერების განვითარებაში. „საერთაშორისო საზოგადოებისთვის საკუთარი თავის ამ გზით წარდგენა მნიშვნელოვნად შეცვლის არცახის დამოუკიდებელი არსებობის, იდენტურობისა და უძველესი სიცოცხლის აღქმას”, – აღნიშნა მან.