პოლიტიკა

თავდაცვის სამინისტრო გეგმავს არმიის სარდლობის პრაქტიკის ორგანიზებას სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ნაწილებში

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ითვალისწინებს არმიის სარდლობის პრაქტიკის ორგანიზებას სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ნაწილებში სტაჟირების გავლისთვის. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა განაცხადა ეროვნულ ასამბლეაში “ნათელი სომხეთის” ფრაქციის წევრის ჰარუთიან ბაბაიანის დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას.

”ჩვენი ამოცანაა დღევანდელი არმია თანამედროვე ვითარებას მოვარგოთ. დღეს სამეთაურო შემადგენლობამ სტაჟირება სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ნაწილებში უნდა გაიაროს, ისე რომ სტრატეგიული ქვედანაყოფის ოფიცრებს ჰქონდეთ ცოდნა, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა ქვეყნებში”, – აღნიშნა ჰარუთიუნიანმა.

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია სამხედრო უნივერსიტეტების პედაგოგიური პერსონალის განახლება, ასევე კურსანტებს ჩაუტარდეს თანამედროვე იარაღის გამოყენების სწავლება.

ჰარუთიუნიანმა დასძინა, რომ რუსეთთან არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმად, რუსეთი მზად არის შეუზღუდავი რაოდენობის სამხედრო მოსამსახურეები მიიღოს ტრენინგისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button