პოლიტიკა
ირანის ელჩის საგულისხმო განცხადებები
სომხეთში ირანის ელჩმა აბას ბადახშან ზოჰურიმ არაერთი საგულისხმო განცხადება გააკეთა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანოლოგიის კათედრაზე გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრის ამონარიდები თავიანთ ფეისბუქის გვერდზე განათავსეს ირანოლოგებმა ვარდან ვოსკანიანმა და გოჰარ ისკანდარიანმა.
„თუ სომხეთ-ირანის სატრანზიტო გზა აშენდება, ის ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ სომხეთის რეგიონული განვითარებიდან გამორიცხვას, ამას ვერ შეძლებენ”, – თქვა აბას ბადახშან ზოჰურმა.
ელჩმა ასევე აღნიშნა, აზერბაიჯანის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, ირანის საზღვართან მდებარე ადგილებში ნებისმიერი ტერორისტული ჯგუფის არსებობის შემთხვევაში, ირანი გაანადგურებს ამ ჯგუფებს გაფრთხილების გარეშე. ირანი ძალიან მგრძნობიარეა ამ საკითხის მიმართ.