მთავარიპოლიტიკა

სომხეთის მეორე და მესამე პრეზიდენტებმა უარი თქვეს ლევონ ტერ-პეტროსიანის შეთავაზებაზე

სომხეთის მეორე პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა და მესამე პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა უარი თქვეს ლევონ ტერ-პეტროსიანის შეთავაზებაზე, რომ რიგგარეშე არჩევნებში სამ ყოფილ პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობაზე.

”ჩვენ უკვე ავირჩიეთ მონაწილეობის სხვა ფორმატი”, – განაცხადეს ქოჩარიანის ოფისში. სერჟ სარგსიანის ოფისმა ასევე შეახსენა ტერ-პეტროსიანს, რომ მათ კავშირი შექმნეს  პარტია “სამშობლო”-სთან.

მანამდე სომხეთის რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა გამოაქვეყნა განცხადების ტექსტი, რომელიც მან სომხეთისა და არცახის რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტებს შესთავაზა 25 მარტის შეხვედრაზე.

ლევონ ტერ-პეტროსიანმა რობერტ ქოჩარიანს და სერჟ სარაგსიანს, განურჩევლად ფუნდამენტური უთანხმოებისა, მკვეთრი წინააღმდეგობებისა, შესთავაზა გაერთიანება და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა “ეროვნული შეთანხმების ალიანსის” სიით.

ტერ-პეტროსიანმა აღნიშნა, რომ წინადადებაზე არანაირი განხილვა არ ყოფილა, რადგან რობერტ ქოჩარიანმა მაშინვე უარყო იგი, სერჟ სარგსიანს კი რაიმე აზრი არ გამოუთქვამს.

”დღეს საჯაროდ ვუმეორებ ჩემს შეთავაზებას სომხეთის რესპუბლიკის მეორე და მესამე პრეზიდენტებს. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების მხრიდან  სათანადო ზეწოლის შემთხვევაში, ეს საკმაოდ განხორციელებადი პროგრამაა, რომელიც ერთადერთი გზაა ახალი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად”, – წერს ტერ-პეტროსიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button