მთავარიპოლიტიკა

რუსეთი მოწოდებულია უზრუნველყოს სომხეთის უსაფრთხოება: ლავროვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მზად არის უზრუნველყოს მისი მოკავშირე სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოება. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ ლავროვმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანთან საუბრისას განაცხადა.

”ჩვენ მზად ვართ ჩვენი მოკავშირის, სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს აღინიშნა პრეზიდენტ პუტინთან თქვენს საუბრებში. აგრეთვე მეტად მჭიდროა და ინტენსიური კავშირი ჩვენი ქვეყნების თავდაცვის უწყებებს შორის“,-  თქვა ლავროვმა.

მინისტრმა შეახსენა, რომ მომავალ წელს სომხეთი და რუსეთი აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს, მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ძირითადი ხელშეკრულების 25 წლისთავს.

”ეს არის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს გრძელვადიან ურთიერთობებს, რომელიც უკვე ხორციელდება ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, პოლიტიკური კავშირები, თუ სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა”, – თქვა ლავროვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button