მთავარიპოლიტიკა

ლავროვის მხრივ ზანგეზურის დერეფანზე საუბარი გზავნილია აზერბაიჯანის და თურქეთის მისამართით. დანიელიანი

სტეფან დანიელიანის დაკვირვებით, მოლაპარაკებების პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ბუნებრივია, დაკავშირებულია ტყვეთა საკითხთან, ხოლო  გეოპოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევა კომუნიკაციების განბლოკვის საკითხი, რაც, პოლიტოლოგის აზრით, გუმლისხმობს გლობალურ ცვლილებებს, რომლებიც ახალ შესაძლებლობებთან ერთად ახალ საფრთხეებსაც მოიტანენ.

”ლავროვის მხრივ ზანგეზურის დერეფანზე საუბარი ფაქტობრივად გზავნილია არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ თურქეთისთვისაც, რადგან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კომუნიკაციების განბლოკვა უნდა მოხდეს ნებაყოფლობით, იძულების გარეშე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ არსებობს პრობლემები, სადაც არა მხოლოდ სომხური, არამედ რუსული მხარეც არ არის კმაყოფილი შესრულებული სამუშაოთი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრიორიტეტული გახდა საგზაო კონტროლის საკითხი, ვინ გააკონტროლებს, რა სტატუსი ექნებათ და რომელი გზები გაიხსნება”, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.

დანიელიანის თქმით, ტყვეების საკითხს უკვე პოლიტიკური ხასიათი აქვს; მას აზერბაიჯანი იყენებს პოლიტიკური მიზნებით, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს სომხეთსა და სომეხ ხალხზე. მისი თქმით, ეს საკითხი გავლენას მოახდენს ჩვენს შემდგომ შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე, საარჩევნო პროცესზე და მომავალი მთავრობის ფორმირებაზე. პოლიტოლოგის აზრით, რუსეთის როლი ტყვეების დაბრუნებაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყანა არის პირდაპირი შუამავალი.

რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის პოლიტიზირებისგან თავის შეკავების შესახებ სერგეი ლავროვის მოწოდებებს, დანიელიანმა ხაზგასმიით აღნიშნა, რომ ყარაბაღის კონფლიქტს გააჩნია გეოპოლიტიკური კონტექსტი, ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში. რუსეთი, დასავლეთი და სხვა დაინტერესებული მხარეები ცდილობენ როგორმე ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში გარკვეული გავლენის მოხდენის გზით. მისი თქმით, ლავროვის სურვილია, ალბათ, არ დაიძაბოს ატმოსფერო, საკითხის მოგვარება მშვიდად უნდა წარიმართოს, გასაგები უნდა იყოს, რა პროცესები მოინიშნება, რომლებიც უეჭველად გავლენას მოახდენენ არცახის საკითხსა და მთიანი ყარაბაღის სტატუსზე.

ნახეთ მეტი
Back to top button