პოლიტიკა

რობერტ ქოჩარიანი უხელმძღვანელებს ,,აღორძინებად სომხეთსა“ და ჰოიდას წინასაარჩევნო ბლოკს

სომხეთის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი უხელმძღვანელებს “აღორძინებადი სომხეთის” პარტიის, სომხეთის რევოლუციურ დაშნაკთა წინასაარჩევნო ბლოკს.

როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ ნათქვამია “აღორძინებადი სომხეთის” პარტიის “ფეისბუქის” გვერდზე.

”სომხეთსა  და არცახში მძიმე ვითარების გათვალისწინებით, იდეოლოგიურ და მოაზროვნე პოლიტიკურ ძალებთან ერთად მოქმედების აუცილებლობის გამო, ”აღორძინებადმა სომხეთმა” მიიღო გადაწყვეტილება სომხეთის რევოლუციურ დაშნაკთა პატრიასთან ერთად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მას უხელმძღვანელებს სომხეთის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button