მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანელები საფლავის ქვებს იყენებენ შუშისკენ მიმავალი გზის მშენებლობისთვის

აზერბაიჯანის ხელისუფლება საფლავის ქვებს იყენებს გზის მშენებლობისთვის, Sputnik სომხეთს განუცხადა არცახის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა.

 ”ისინი აშენებენ გზას ჰადრუთიდან ქარინ ტაკამდე და იქიდან შუშისკენ. ”ისინი აშენებენ დიდ გზას, 40 მეტრის სიგანეზე”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მშენებლობის დროს აზერბაიჯანელები ანგრევენ საფლავის ქვებს და იყენებენ გზის მშენებლობისთვის.

”ანუ, ვანდალიზმის აქტი ხდება,” – თქვა ბაბაიანმა.

ამჟამად, აზერბაიჯანული კოლონები გადიან კარმირ შუკას გზით, რუსი სამშვიდობოების მეგზურობით.

შეგახსენებთ, რომ 44-დღიანი არცახის ომის შემდეგ შუში დროებით დაიპყრო მტერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button