მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა გამოაცხადა ომში დაღუპულთა ოფიციალური მონაცემები

მთიანი ყარაბაღის ომის დროს დაღუპული აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობამ 2895-ს მიაღწია, 19 დაკარგულად ითვლება. ინფორმაცია „რია ნოვოსტს“ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ მიაწოდა.

აღნიშნულია, რომ უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძებნისა და იდენტიფიკაციის სამუშაოები გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ 2855 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 50 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

უნდა აღინიშნოს, რომ არაოფიციალური მონაცემებით,  ყარაბღის ბოლო ომის დროს აზერბაიჯანს 10 ათასამდე მსხვერპლი ჰყავდა.  სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 14 აპრილს განაცხადა, რომ სომხურ მხარეს 3621 ოფიციალურად დადასტურებული მსხვერპლი და 321 უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს.

ნახეთ მეტი
Back to top button