
უკრაინის სომეხთა კავშირმა წერილი გაუგზავნა იუნესკოს არცახში სომხური მემკვიდრეობის მიმართ განხორციელებულ ვანდალურ ქმედებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ იუწყება AnalitikaUA.net.
წერილში ორგანიზაციამ იუნესკოს სთხოვა ყურადღება მიექციათ სომხურ კულტურულ მემკვიდრეობაზე არცახში, რომელიც ახლა საფრთხის წინაშეა.
”უნდა აღინიშნოს, რომ არცახის რესპუბლიკაში სომხეთის ისტორიისა და კულტურის 3000-ზე მეტი ძეგლია, მათ შორის 500-ზე მეტი ქრისტიანული ეკლესია, ასევე წინაქრისტიანული ხანის ათობით ძეგლი. ამ ძეგლებიდან ყველაზე ძველი 2000 წელზე მეტი ხნისაა (ტიგრანაკერტის ციხე).
შეგახსენებთ, რომ უკრაინის სომეხთა კავშირი გახდა პირველი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შევიდა ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრში. ბრიუსელში მოქმედებს უკრაინის სომეხთა კავშირის წარმომადგენლობა.
”როგორც ცნობილია, არცახის ომის პირველივე დღეებიდან უკრაინის სომეხთა კავშირის ოპერატიული შტაბი მოქმედებს კიევსა და ერევანში და დახმარებას უწევს თანამემამულეებს”, – ნათქვამია განცხადებაში.