პოლიტიკა

აშშ-ს კონგრესმენმა მოუწოდა დახმარება გამოუყონ არცახს 50 მილიონი აშშ დოლარის სახით

აშშ-ს კონგრესმენმა, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, კრის სმიტმა მოუწოდა 50 მილიონი აშშ დოლარი გამოყონ არცახის უსაფრთხოების, საცხოვრებლის, სამედიცინო დახმარების, ინფრასტრუქტურისა და სხვა საჭიროებებისათვის. ამის შესახებ აცხადებს ამერიკის სომხეთის ეროვნული კომიტეტი.

წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების ქვეკომიტეტისადმი გაგზავნილ წერილში სმიტმა აღნიშნა, რომ ათასობით ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა, ათასობით დარჩა უსახლკაროდ და განადგურდა მთიანი ყარაბაღის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა 2020 წლის სექტემბერში თურქეთის მხარდაჭერით აზერბაიჯანის ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად. მან ხაზი გაუსვა, რომ მინიმუმ 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარებაა საჭირო არცახში სურსათის უსაფრთხოების, საცხოვრებელი ფართის, სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით.

მან დაგმო თურქეთის მიერ  სირიელი დაქირავებულების აზერბაიჯანში გადაყვანის და მათი სომხების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოყენების ფაქტი, და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაბამისი შეფასება უნდა მისცეს თურქული მხარის ქმედებებს არცახის წინააღმდეგ.

მან ასევე მოუწოდა ,,თავისუფლების მხარდაჭერის აქტის“ 907-ე მუხლის შესწორების აღდგენა, რითაც აზერბაიჯანისთვის დახმარება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება. იგი მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა მხარი არ უნდა დაუჭიროს აზერბაიჯანის მთავრობას, სანამ ეს ქვეყანა არ გადადგამს ნაბიჯებს სომხეთისა და არცახის წინააღმდეგ  ბლოკადასა და ძალის გამოყენების აღმოფხვრის მიმართულებით.

ნახეთ მეტი
Back to top button