მთავარიპოლიტიკა

რაზე იქნა გამახვილებული ყურადღება ლავროვის სომხეთში ვიზიტისას

5 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა ერევანში. 6 მაისს ის შეხვდა პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს არა  აივაზიანს. მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი სამუშაო ვიზიტი იყო, ლავროვი ასევე ეწვია წიწერნაკაბერდს და პატივი მიაგო გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ლავროვის პირველი ვიზიტი იყო რეგიონში აზერბაიჯანის მხრიდან არცახის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ. რეგიონში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, არასწორი იქნებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გაგვეხილა მხოლოდ სომხეთ-რუსეთის დღის წესრიგში. ის  ასევე შეიცავდა მესიჯს  რეგიონის  ქვეყნებისთვისაც.

 ლავროვის ერევნის  ვიზიტის დღის წესრიგში რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა იყო: უსაფრთხოება, ომისშემდგომი ვითარება, სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნება, COVID-19 და ა.შ. მოდით, უფრო დეტალურად გავეცნოთ თითოეულ მათგანს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და სომხეთის მაღალჩინოსნების შეხვედრების ერთ –  ერთი მთავარი თემა იყო უსაფრთხოება და   სამხედრო – ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარება.ს ლავროვმა ერევანში განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების გარანტი რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაა,  ასევე სომხურ-რუსული გაერთიანებული სამხედრო ჯგუფისა და რუსეთის სასაზღვრო ჯარების სომხეთში ყოფნა. ასეთი მესიჯი  მეტად მნიშვნელოვანი იყო  ერდოღანის რეგიონალური ამბიციების გათვალისწინებით, მეორეს მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი საომარი განცხადებები სომხეთის, განსაკუთრებით კი სიუნიქის შესახებ. ერევანში გაკეთებული თითქოს ეს  შემთხვევითი აქცენტი სიუნიქში 102-ე სამხედრო ბაზის ორი განშტოების განლაგების ფონზე შეიძლება აღქმული იქნას, როგორც ბაქოს გაფრთხილება, სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული ალიანსის მნიშვნელობაზე ხაზგასმა.

განიხილა კიდევ  ერთი თემა  –  რეგიონალური კომუნიკაციების განბლოკვის საკითხი, რაშიც მოსკოვი საკმაოდ აქტიურადაა ჩაბმული, სინამდვილეში კი შუამავლის როლს ასრულებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. რუსული მხარის აზრით, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვა აუცილებელია ომისშემდგომი სიტუაციის მოგვარებისთვის, რეგიონში ურთიერთნდობის ატმოსფეროს ფორმირებისთვის. ერევანში ლავროვმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გააჟღერა  და ხაზი გაუსვა, რომ ვიცე-პრემიერების სამმხრივი კომისია, რომელიც შეიქმნა 11 იანვარს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ერთობლივი გადაწყვეტილებით ითვალისწინებს შეთანხმებებს, რომლებიც შეიძლება იყოს მხოლოდ ნებაყოფლობითი, ურთიერთსარგებლობის საფუძველზე. ეს, ფაქტობრივად, იყო პასუხი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის იმ განცხადებებზე, რომ თუ სომხეთი არ დაეთანხმება  “ზანგეზურის დერეფნის” საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანი მას “აიძულებს”.

რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოახერხა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის დაწყება თანათავმჯდომარეების ეგიდით, მაგრამ პრიორიტეტად მიენიჭა აქტუალური საკითხები, როგორიცაა მარშრუტები, რეგიონული კავშირები, კონტაქტის ხაზი, დემარკაცია.

ომის შემდგომი ვითარების მთავარი საკითხი ტყვეთა  დაბრუნებაა. ლავროვის აზრით, რუსეთი  “არ შეამცირებს ძალისხმევას ყველა დაკავებული პირის დასაბრუნებლად”.  ფაშინიანთან მოლაპარაკებამდე გაკეთდა განცხადება,  რომ  ”რუსეთი დარწმუნებულია, რომ ტყვეების დაბრუნების საკითხი მოგვარდება უახლოეს მომავალში”, რაც თავის მხრივ ”შექმნის პოზიტიურ, კონსტრუქციულ ატმოსფეროს ყველა საკითხის  საბოლოო მოგვარებისათვის“.

ლავროვის ერევანში ვიზიტის ფარგლებში დარეგისტრირდა ხელშესახები შედეგი: მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს “ბიოუსაფრთხოების” შესახებ, რომელზეც მხარეები აქტიურად მუშაობდნენ ბოლო 2 წლის განმავლობაში. საიდუმლო არ არის, რომ რუსეთი ასოცირდება პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბიოლოგიურ ლაბორატორიებთან.

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში არსებობს სხვადასხვა შეშფოთება, რომელთა შესახებ პრესაში რეგულარულად ვრცელდება ინფორმაცია. სომხურმა მხარემ 2018 წელს განაცხადა, რომ, როგორც რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე, ღიაა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ამ სფეროში, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებს, არამედ ურთიერთნდობის ატმოსფეროს განმტკიცებას. ხელმოწერილი მემორანდუმი ეხება მხარეთა ბიოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს. იგი ითვალისწინებს თანამშრომლობის მექანიზმებს, ინფორმაციის გაცვლას, სპეციალისტთა სასწავლო კურსების ორგანიზებას.

დასასრულს, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი რეგიონში არცახის  მეორე ომის შემდეგ, განსხვავებულ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ სხვადასხვა ფენებს წარმოადგენდა, რომელთა სწორად აღქმა და ანალიზი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

ნახეთ მეტი
Back to top button