
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი ანა ნაღდალიანი შეეხო ტყვეების საკითხთან დაკავშირებით ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების 5 მაისის განცხადებას და საერთაშორისო პარტნიორების რეაგირებას.
შეეხო რა იმ დაკვირვებას, რომ ზოგიერთ განცხადებაში კეთდება ყველა მხრიდან პატიმრების განთავისუფლების მოწოდება, ანა ნაღდალიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სომხეთმა სრულად შეასრულა 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-8 პუნქტით ნაკისრი თავისი ვალდებულება და დააბრუნა ყველა აზერბაიჯანელი სამხედრო ტყვე.
Კითხვა: როგორ კომენტარს გაუკეთებთ სამხედრო ტყვეთა საკითხზე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების 5 მაისს გაკეთებულ განცხადებას და საერთაშორისო პარტნიორების რეაქციებს? ზოგიერთ განცხადებაში ტყვეთა განთავისუფლებას ითხოვენ ყველა მხრიდან. სომხეთში არიან აზერბაიჯანელი სამხედრო ტყვეები ან სხვა პატიმრები?
პასუხი: სომხეთმა სრულად შეასრულა 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-8 პუნქტით ნაკისრი თავისი ვალდებულება და დააბრუნა ყველა აზერბაიჯანელი სამხედრო ტყვე, მათ შორის არასრულწლოვნის მკვლელობაში ნასამართლევი ორი ადამიანი.
აზერბაიჯანზე მზარდი ზეწოლა სხვადასხვა ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში ყალიბდება კონსენსუსი სომეხი სამხედრო ტყვეების და მძევლების დაუყოვნებლივ დაბრუნების თაობაზე, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნების შესაბამისად.
Კითხვა: როგორ კომენტარს გაუკეთებთ აზერბაიჯანის იმ ბრალდებას, რომ არ მიაწოდეთ ინფორმაცია არცახის პირველი ომის დროს დაკარგული პირების და დანაღმული ტერიტორიის შესახებ?
პასუხი: პატიმრების განთავისუფლებაზე მზარდ საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, აზერბაიჯანი ცდილობს წამოაყენოს ყალბი დღის წესრიგი, საბაბი ეძიოს ჰუმანიტარული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის.
სომხეთი ყოველთვის მზად არის ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაში.