მთავარიპოლიტიკა

ქართული ბაზარი გადავსებულია თურქული საქონლით: არსებობს ალტერნატივა?

სანამ სომხეთში დისკუსიები მიმდინარეობს თურქეთთან ურთიერთობის დამყარების და საზღვრების გახსნის შესახებ, თბილისი წარმოგვიდგენს თუ როგორ  შთანთქა თურქულმა საქონელმა ქართული ბაზარი და დამღუპველი გავლენა მოახდინა  ქვეყნის სოფლის მეურნეობაზე.

სუბტროპიკული კლიმატისა  და ნოყიერი ნიადაგების მქონე საქართველოში   ძნელია ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების პოვნა, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს ბაზრებზე გამყიდველები იძულებულნი არიან მოიტყუონ და  თურქული ადგილობრივად გაასაღონ.  მოქალაქეები კი განაგრძობენ ადგილობრივი პროდუქტის ძებნას. სხვათა შორის, ისინი თვლიან, რომ საუკეთესო  კარტოფილი არის  სვანეთის და ჯავახეთის, საუკეთესო მწვანილი – მარნეულის, საუკეთესო სტაფილო და გარგარი -სომხეთის.

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო  ბაზრებზე ქართული ხილისა და ბოსტნეულის პოვნა წელიწადში მხოლოდ 3-4 თვესაა შესაძლებელი, ამ პერიოდში თურქეთიდან იმპორტი მცირედით კლებულობს, მაგრამ ეკონომიკური განვითარების და კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის ნიკა შენგელიას თქმით, ეს მხოლოდ წვეთია ოკეანეში.

„ეს მოხდა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობამ ყურადღება არ მიაქცია სოფლის მეურნეობის სექტორს. ჩვენი ეკონომიკა ძირითადად ტურიზმის განვითარებას ემყარება“.

აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი პაატა კოღუაშვილი ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ქართული სოფლისა და სოფლის მეურნეობის  განადგურებაში ადანაშაულებს.

„20 წლის წინ გავაფრთხილე ხელისუფლება, თუ რა შეიძლება მომხდარიყო  საქართველოში, ისინი მთელ ბაზარს დაიპყრობდნენ. იმპორტირებული საქონელი პირველ ეტაპზე ძალიან ხელმისაწვდომია, ხოლო ორი წლის შემდეგ ისინი რეალურად იკავებენ მთელ ბაზარს. თურქეთთან საზღვრის შესაძლო გახსნის შემთხვევაში, სომხეთში იგივე რომ არ განმეორდეს, უპირველეს ყოვლისა, რამდენიმე კანონი უნდა იქნას მიღებული საკუთარი ბაზრის დასაცავად“.

მსგავსი საკანონმდებლო პროექტები მხოლოდ ახლა შეაქვთ საქართველოს პარლამენტში. გარდა ამისა, ეპიდემიის გამო ქვეყანაში წარუმატებელი ტურიზმის შემდეგ, ხელისუფლება უფრო მეტ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობას. ეკონომისტი ნიკა შენგელია ამბობს, რომ მას არ გაუკვირდება, თუ იგივე მოხდა სომხეთში, მაგრამ სომხეთსა და საქართველოს შორის განსხვავებაა.

“რამდენიმე წლის წინ სომხეთში ყოფნისას აღმოვაჩინე, რომ ადგილობრივი ჭარბობს.  მაღაზიების ჯიხურების 90% ადგილობრივი პროდუქტებია, ჩვენს ქვეყანაში კი პირიქითაა – 80% იმპორტირებულია“.

ქართველი ეკონომისტის აზრით, ეს არის მიზეზი, რის გამოც  ეპიდემიის დროს სომხეთის ეკონომიკამ იმდენი ზიანი არ განიცადა, როგორც საქართველოს ეკონომიკამ.  

ავტორი: გიტა ელიბეკიანი

ნახეთ მეტი
Back to top button