აშშ-ს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა რაიან კემპბელმა და სამხედრო ატაშემ სკოტ მაქსველმა გვირგვინით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური კომპლექსი.
„ჩვენ სომეხი ხალხის გვერდით ვართ და გვახსოვს მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიები და თავისუფლებისკენ მიმავალი გრძელი გზა. ჩვენ პატივს ვცემთ ყველას, ვინც მხარი დაუჭირა კაცობრიობას და თავისუფლებას“, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.