მთავარიპოლიტიკა

თურქეთთან მტრული ურთიერთობა უნდა იმართოს: ფაშინიანი

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი თვლის, რომ აუცილებელია თურქეთთან მტრობის მართვა.

ამის შესახებ ფაშინიანმა განაცხადა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, დამოუკიდებელი დეპუტატის სერგეი ბაგრატიანის კითხვაზე პასუხისას.

„თურქეთი არის ჩვენი მტერი, რომელიც ჩვენი მეზობელიცაა.  დღეს მხოლოდ ზესახელმწიფოებს ჰყავთ მტერი თავიანთი  რეგიონის გარეთ. ჩვენ ვამბობთ, რომ საბოლოოდ დადგა დრო, რომ განვაცხადოთ, რომ ეს მტრობა უნდა იქნეს მართული, რადგან როდესაც ის დუღს შეიძლება ნებისმიერ დროს აფეთქდეს“,  – თქვა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button