მთავარიპოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 12 მაისს ეწვევა სომხეთს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დელეგაცია 12 მაისს სომხეთს ეწვევა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი ხდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვებგვერდის “გადაწყვეტილებების” განყოფილებიდან.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს დაევალა უზრუნველყოს საპატიო გვარდიის და სამხედრო ორკესტრის ყოფნა საზეიმო ღონისძიებებში.

სომხეთში ყოფნის დროს სომხეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს დავალებული აქვს დელეგაციის ხელმძღვანელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

გადაწყვეტილებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეწვევა ბიურაკანის ობსერვატორიას.

ღარიბაშვილი ადრე იყო ნამყოფი სომხეთში, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2014 და 2019 წლებში, ასევე 2020 წელს თავდაცვის მინისტრის პოტზე ყოფნის დროს.

ნახეთ მეტი
Back to top button