მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტმა გეგმები ჩაშალა: სომხეთში შეიძლება არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს

სომხეთში დაგეგმილი რიგგარეშე არჩევნები შეიძლება ერთ ტურად არ დასრულდეს. ეროვნულ ასამბლეაში საპარლამენტო ბრიფინგების დროს, ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” წევრმა ჰამაზასპ დანიელმა კომენტარი გააკეთა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს.

”თუ რიგგარეშე არჩევნების შედეგად ვერავინ ვერ მოახერხებს  საპარლამენტო მანდატების მინიმუმ 54% -ის მიღებას  და   6 დღის განმავლობაში შეუძლებელი გახდება  კოალიციის შექმნა პარლამენტის 3 ძალას შორის, სომხეთში ჩატარდება არჩევნების მეორე ტური”, – თქვა დანიელმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ნორმა გათვალისწინებულია ამჟამინდელი საარჩევნო კოდექსით, ხოლო “ჩემი ნაბიჯი” გასულ კვირას საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით შეეცადა შეეცვალა საკანონმდებლო მოთხოვნა კოალიციების მიმართ 20 ივნისის არჩევნების წინ.

ამასთან, რადგან სომხეთის პრეზიდენტმა დროულად არ მოაწერა ხელი ახალ კანონს, ის 20 ივნისის არჩევნების დროს არ გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ ახლად მიღებული კანონი ცვლის პოლიტიკური კოალიციების შექმნის წესს. პრიორიტეტი ენიჭება პარტიას ან ბლოკს, რომლებმაც არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს.

ამ უკანასკნელს შეუძლია შექმნას პოლიტიკური კოალიცია სხვა პარტიებთან (პარტიულ ბლოკებთან), რომლებიც მონაწილეობენ ადგილების განაწილებაში 14 დღის განმავლობაში, თუ მათთვის მიცემული ხმების რაოდენობა საკმარისი იქნება მანდატების საერთო რიცხვის  52% -ის მისაღებად და ისინი შეთანხმდნენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირგვლივ.

ნახეთ მეტი
Back to top button