
სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას 20 ივნისს ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან.
”კონსტიტუციის 92-93 მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ეროვნული ასამბლეის კანონის ძალით დაშლის გათვალისწინებით, კონსტიტუციის 149-ე მუხლის მე -3 ნაწილის შესაბამისად.
1. ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს 2021 წლის 20 ივნისს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს ოფიციალური გამოქვეყნების მომდევნო დღეს”, – ნათქვამია განცხადებაში.