მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პენიტენციურ დაწესებულებებში უდანაშაულონი არ იმყოფებიან: ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, პრემიერ მინისტრობის კანდიდატის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სომხეთის პენიტენციურ დაწესებულებებში უდანაშაულო ადამიანი არ იმყოფება. ამის შესახებ პაშინიანმა განაცხადა ეროვნული ასამბლეის სპეციალური სხდომის დროს, სადაც პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხი განიხილებოდა.

„ჩვენ რევოლუციური ცვლილებები შევიტანეთ სამართლიანობის სფეროში. დღეს დაკავებულთა და მსჯავრდებულთა ისტორიული მინიმალური რაოდენობაა სომხეთის პენიტენციურ დაწესებულებებში. ეს არის ჩვენი რეფორმების შედეგი სამართლიანობის სფეროში. რადგან დღეს სასამართლოები აღარ არიან წინასწარი გამოძიების ორგანოების გავლენის ქვეშ. ვფიქრობ, რომ დიახ, დღეს ჩვენ მივაღწიეთ  ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებას სამართლიანობის სფეროში, რაც რევოლუციური ცვლილებაა. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს სომხეთის რესპუბლიკის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში უდანაშაულო ადამიანი არ იმყოფება”, – თქვა ფაშინიანმა.

პრემიერ -მინისტრის კანდიდატმა თქვა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა იუსტიციის სფეროში ყოველთვის ის იყო, რომ მრავალი ადამიანი, ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არ უნდა ყოფილიყო, წლების განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა, მათ შორის პოლიტიკური მიზეზების გამო.

ნახეთ მეტი
Back to top button