მთავარიპოლიტიკა

სტამბოლელი სომეხი ჰაიკო ბაღდატის ექსკლუზიური ინტერვიუ Ermenihaber.am– სთვის (ნაწილი 2) – არცახი

ჩვენს მკითხველებს წარმოვუდგენთ სტამბოლელი სომეხი პუბლიცისტ,  ჟურნალისტ და მწერალ  ჰაიკო ბაღდატთან ინტერვიუს მეორე ნაწილს, სადაც იგი კომენტარს აკეთებს არცახის ბოლოდროინდელი ომის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ გატარებული აგრესიული პოლიტიკის შესახებ.

(ინტერვიუს პირველი ნაწილი იხილეთ კომენტარებში)

თურქეთში მის მიმართ დევნამ და მუქარებმა 2016 წელს უკვე ძალზე საშიშ დონეს მიაღწია. პოლიტიკური მიზეზების გამო  ჰაიკო ბაღდატი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური თურქეთი და დასახლებულიყო გერმანიაში.

როგორც ინტელექტუალი, იგი ცნობილი გახდა თავისი მამაცი ბრძოლით სომხეთის გენოციდის აღიარების, დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის მიმართულებით.

 არცახის ბოლო  ომი და თურქეთი:  რას იტყვით ამ მხრივ?

– ეს ომი ნამდვილად სხვა არაფერი იყო, თუ არა გენოციდის გაგრძელება. ბევრჯერ ვსაუბრობდი ამ რეალობაზე ევროპარლამენტარებსა და ევროპულ საზოგადოებაში. რა მნიშვნელობა აქვს თქვენს მიერ გენოციდის აღიარებას, რა სარგებელი მოაქვს მას? ვგულისხმობ საფრანგეთსა და გერმანიას. ახლა წარმოიდგინეთ მსგავსი რამ. რა თქმა უნდა, არასწორია პარალელების გავლება ებრაელების გენოციდთან, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ნაცისტური ძალები გერმანიაში არ დამარცხებულან და დღეს გერმანია მოულოდნელად თავს ესხმის  ისრაელს ჰიტლერის დროშით. აი, ეს არის ის,  რაც ჩვენ განვიცადეთ. ისინი თავს დაესხნენ თალაათ ფაშას დროშებით.

ჩვენს წინააღმდეგ გამოიყვანეს ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო”. წავედი და საკუთარი თვალით ვნახე “ისლამური სახელმწიფო” როჟავაში. იგივე “ისლამური სახელმწიფო” სომხეთის საზღვარზე მიიყვანეს, რომ ჩვენი შვილებისათვის თავი მოეკვეთათ.  ამან უჩვენა, რომ მსოფლიო საზოგადოებას გენოციდის საკითხისადმი გარკვეული აზრი არ გააჩნია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გენოციდებმა კიდევ ერთხელ სცადეს თავიანთი გენოციდური მოქმედებების გამეორება, ფაქტიურად მათ წარმატებას მიაღწიეს.

– თქვენი აზრით რა შედეგები, სარგებლობა და ზიანი მოჰყვა ომს მხარეებისათვის?

– ერდოღანს დღეს აზერბაიჯანი სჭირდება, როგორც კავკასიური ფრონტი. ისევე, როგორც როჟოვას ფრონტი, ან ხმელთაშუა ზღვის ფრონტი. ერთი დიქტატორი თანამშრომლობს მეორე დიქტატორთან. ახლა თურქეთი აზერბაიჯანს მიჰყიდის იმდენ საქონელს, რამდენიც სურს, მათ შორის იარაღსაც. აქედან გამომდინარე, მათი ალიანსი არ არის ალიანსი, რომელიც რეგიონის მოსახლეობას მშვიდობასა და კეთილდღეობას მოუტანს, ეს არის ბოროტების ალიანსი, რომელიც მტრობას ავრცელებს. ორი დიქტატორის ეს ალიანსი ძალიან შემაშფოთებელია მთელი რეგიონისთვის.

დღეს, თურქეთმა აზერბაიჯანი “კვიპროსად გადააქცია”. ვგულისხმობ ჩრდილოეთ კვიპროსს. ჩრდილოეთ კვიპროსის მსგავსად, ის იქცევა როგორც  „სახელმწიფო-ბარტყი“. ის იმ გზაზეა. მაგრამ ისინი თავიანთ „ბარტყებსაც“  ჭამენ.

ამ მხრივ, ეს ძალიან საშიშია აზერბაიჯანისთვისაც. თუ გადავხედავთ რეგიონს ზესახელმწიფოების რუსეთის ან თურქეთის  თვალსაზრისით, რა მოიგო აზერბაიჯანმა?  არ ვიცი. ნეტავი მას ამ წერტილისთვის არ მიეღწია,  რადგან ჩვენი მრავალსაუკუნოვანი შიში, ტკივილი და ტანჯვა განახლდა ათასობით ჩვენი ბავშვის დაკარგვით. ისევ დიდი ტრავმა განვიცადეთ. ამ ყველაფერმა უარყოფითად იმოქმედა თურქეთში გენოციდისათვის პირისპირ დადგომის   პროცესზე. ისეთი უარყოფითი გავლენა, რომ ვინც ჰრანტ დინკის დაკრძალვაზე ყვიროდნენ “ჩვენ ყველანი სომხები ვართ”,  სომეხი მტრად აღიქვეს და მტრობაც კი დაიწყეს. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი უკანსვლა იყო.

მაგრამ სომეხი  ხალხის მიერ განცდილი ტკივილს თუ შევხედავთ, ამაზე საუბარიც კი სირცხვილია. აქ გაცილებით მეტი ტკივილია. როცა აქ ჩამოვდივარ, ამას  უკეთესად ვხედავ და ვგრძნობ. ფაშიზმის აღმავლობა და ომი თურქეთში დიდი უკუსვლა  იყო ჩვენთვის. , რა თქმა უნდა, სომხურ თავისთავადობას  დიდი საფრთხე ემუქრება. ვგულისხმობ თურქეთში მცხოვრებ თურქულენოვან სომხებს. იცით, რომ ამ წუთებში კარო ფაილანი მუდმივად ღებულობს მუქარის შემცველ მესიჯებს? ისინი საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეკლესიებს, სტრუქტურებს, წამყვან ჟურნალისტებს და ა.შ. ყველა ჩვენგანისთვის წრე უფრო დაპატარავდა,  სუნთქვა შეგვიჩერდა,  რადგან ჩვენ, კაროც და მეც, ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის დაცვას და თურქეთში მზარდი ფაშიზმის წინაშე უკან არ დავიხევთ, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ და შესაბამის ფასს ვიხდით.

გაღრმავდა თუ არა თურქეთში სომხების ეთნიკური იდენტურობის საფრთხეები?

– თურქეთის პარლამენტში არის პოლიტიკური ძალა (ეს არის პროქურთული ოპოზიციური სახალხო დემოკრატიული პარტია – რედ.), რომელიც სარგებლობს მოსახლეობის 15% -ის მხარდაჭერით, რომელიც სომხების გენოციდთან დაპირისპირებისკენ მოუწოდებს და გმობს თურქეთის აგრესიულ პოლიტიკას აზერბაიჯანის მიერ გაჩაღებულ ომში.  ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი დაძაბული შრომის შედეგია, მას შემდეგ რაც  ქურთებს დეტალურად განვუმარტეთ ყველაფერი, გენოციდის კოდმა თურქეთში კვლავ დაიწყო მუშაობა. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც სომეხი, თუ პოლიტიკითა თუ ჟურნალისტიკით ხართ დაკავებული, დამოკლეს ხმალი გამუდმებით თავზე გკიდია.

სწორედ ამიტომ, ჩვენი გადმოსახედიდან შეიქმნა საკმაოდ რთული სიტუაცია. რაც არ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. არის კიდევ რაღაც. არცერთი ნაბიჯი უშედეგოდ არ იდგმება.  ამ მომენტში შეიძლება უკან ვიხევთ, მაგრამ გარკვეულ წერტილს მივაღწიეთ. ჩვენ გარკვეულ წერტილს მივაღწიეთ ქურთულ საკითხშიც, დაპირისპირების საკითხშიც. ჩვენ დღეს ამ სიტუაციაში ვართ, მაგრამ მომავალში ყველაფერი გაგრძელდება იმ წერტილიდან, სადაც ჩვენ უკვე მივაღწიეთ.

ავტორი: გევორგ კალოშიანი  

წყარო: Ermenihaber.am

ნახეთ მეტი
Back to top button