ფაშინიანმა ილაპარაკა მის ყველაზე საუკეთესო მიღწევებსა და ნაკლოვანებებზე

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი სამი წლის განმავლობაში მისი მმართველობის ყველაზე დიდ უარყოფით მხარედ მიიჩნევს 44-დღიან ომს და მთიანი ყარაბაღის საკითხის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
ამის შესახებ ფაშინიანმა განაცხადა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, დამოუკიდებელი დეპუტატის სერგეი ბაგრატიანის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას.
„ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა იყო 44-დღიანი ომი და ყარაბაღის საკითხის გარშემო განვითარებული მოვლენები. განსაკუთრებით 44-დღიანი ომის შემდეგ, მუდმივად ვუბრუნდები 2018 წელს. ხშირად თავიდან ვაანალიზებ განვლილ გზას. ჩემი აზრით, 2018 წელს აპრილისთვის ყარაბაღის საკითხში ჩვენ გავლილი გვქონდა ის წერტილი, რომლის უკან შემობრუნებაც შეუძლებელი იქნებოდა, ამაში მე დარწმუნებული ვარ”, – თქვა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სომხეთის მოქალაქე თავს ქვეყნის მფლობელად გრძნობს.
„ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე თვლის, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის მფლობელი. განხორციელდა არაძალადობრივი, ხავერდოვანი, სახალხო რევოლუცია. ეს მიზანი მიღწეულია“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.