პოლიტიკა

აზერბაიჯანი ანადგურებს სომხურ საფლავებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე: არცახის ომბუდსმენი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო დამცველმა გეგამ სტეპანიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადება გააკეთა  აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ვანდალიზმის პოლიტიკის შესახებ.

ნადგურდება სომხური საფლავები და საფლავის ქვები, რომლებიც  გამოიყენება სამშენებლო მასალად გზის მშენებლობისთვის.

”სომხური საფლავების განადგურება კიდევ ერთხელ გვიჩვენებს სომეხი ხალხისადმი  სიძულვილს და ზიზღს.

მათი მუშაობის ეს ფორმა  ჩვენთვის სიახლე არ არის. არცახის  ტერიტორიაზე ჩვენ არაერთხელ მოწმე გავხდით აზერბაიჯანის ბოროტმოქმედებისა სომეხი ხალხის სიცოცხლის, საკუთრების, ისტორიული ფასეულობებისა და მეხსიერების წინააღმდეგ. აზერბაიჯანის დანაშაულებრივი  ქცევის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე განადგურდეს ნებისმიერი კვალი და მტკიცებულება სომეხთა მრავალსაუკუნოვანი არსებობის შესახებ.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჩვეული ნორმები ადგენს, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა პატივი უნდა სცენ საფლავებსთავიანთ კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე, განასხვავონ სასაფლაოები გამორჩეული ნიშნებით და  უზრუნველყონ მათი შენარჩუნება. სომეხთა  საფლავების შეურაცხყოფითა და განადგურებით აზერბაიჯანი უხეშად არღვევს არა მხოლოდ ჩვეული სამართლის ნორმებს, არამედ ღირსების, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასაც.

აზერბაიჯანი უნდა აიძულონ  შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, ამის უფლება  და მისია აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. “აზერბაიჯანის მიერ ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ამის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button